ალისუბნის N2 საჯარო სკოლამ ლაშა ბეღელაძეს „თერჯოლის ეტალონში“ გამარჯვება მიულოცა
07-12-2017
ალისუბნის N2 საჯარო სკოლამ ლაშა ბეღელაძეს „თერჯოლის ეტალონში“ გამარჯვება მიულოცა.

სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ გამარჯვებულ მოსწავლეს.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს ალისუბნის საჯარო სკოლისთვის დიდი სიხარული იყო:

„ჩვენი სკოლის მოსწავლის გამარჯვება დიდი სიხარული იყო. მას სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა მოვუწყვეთ. ვულოცავთ ლაშას და ფინალურ ეტაპზეც წარმატებებს ვუსურვებთ.“ 

შეგახსენებთ, რომ „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაშა ბეღელაძე დაეუფლა.

თერჯოლის სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კომისიის თავმჯდომარე სოფიო ბუსკივაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი მაია რობაქიძე, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები

   

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203