განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ცხელი ხაზის 5 ოპერატორის გადამზადებისთვის 3 250 ათასი ლარი გამოყო.
უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერში აღნიშნულია, რომ ტრენინგის მიზანი სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორების საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესებაა.
პირობების მიხედვით, ტრენინგი უნდა მოიცავდეს შესაბამის სავარჯიშოებს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: სატელეფონო კომუნიკაციის უნარები და თავისებურებები, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, პრობლემური ზარების მართვა, ინფორმაციის მიწოდების ტექნიკები და სხვ;
ტრენინგი 2021 წლის მაისი-ივნისის პერიოდში ჩატარდება. ამასთან ტენდერის მიხედვით ტრენინგი უნდა ჩატარდეს არასამუშაო დღეებში; მისი ხანგრძლივობა 18-დან 24 საათამდე უნდა იყოს.