- სკოლა არის...
- ადგილი და გარემო მომავალი განათლებული საზოგადოებისა.
- ცოდნა გვანიჭებს...
- გამოცდილებასა და იმედს საკუთარი თავის, რათა ვიყოთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
- მომავალ თაობას სჭირდება...
- უანგარო სითბო და სიყვარული, მზრუნველი გარემო, სკოლა, სადაც ლამაზ ბავშვობასთან ერთად, მიიღებენ ცხოვრებისეულ ცოდნას.
- როდესაც მოსწავლე ვიყავი...
- მინდოდა უფრო თამაში, ვიდრე სწავლა, მაგრამ ჩემი მშობლებისა და პედაგოგების დახმარებით, მეტ დროს ვუთმობდი სწავლას.
- დირექტორობა მეხმარება...
- ვიყო უფრო აქტიური ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეტი დრო გავატარო მოსწავლეებსა და კოლეგებთან. ასეთი აქტიური ურთიერთობა ძალიან მეხმარება კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაში.
- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...
- რომ ხანდახან საჭიროა სკოლის დირექტორობა გვერდზე გადავდო და მოსწავლეს მივუდგე როგორც მეგობარი, თანამოაზრე, კოლეგას კი - როგორც უბრალო კოლეგა, რათა უფროს-უმცროსობის საკითხმა არ შემიშალოს ხელი რაიმე საკითხის გარკვევაში ან პრობლემის გაგებასა თუ მოგვარებაში.
- წარმატებისთვის აუცილებელია...
- იყო ის, ვინც ხარ, რადგან ყველა გიცნობს და გიმახსოვრებს შენი სახელით, საუბრითა და საქციელით. არ შეგშურდეს სხვისი და ეცადე, მიბაძო შენზე უკეთესი საქმისმკეთებელს, რათა მოტივაცია გაგიჩნდეს და საკუთარი ძალისხმევით მიაღწიო წარმატებას.