საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 9 სახელმძღვანელოს აუდიო ვერსიის მოსამზადებლად 16 990 ლარი გადაიხადა.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში VIII კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიების მომზადების მომსახურების შესყიდვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
შესყიდვის პირობების მიხედვით, სახელმძღვანელოები მაღალხარისხიანი სტუდიური ჩანაწერის უნდა იყოს და მინიმუმ ორი პირი (მსახიობი/დიქტორი) უნდა ახმოვანებდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 9 სახელმძღვანელოს აუდიო ვერსიის ჩასაწერად კომპანიას 3 თვე აქვს, რომელიც ივნისის ბოლოს იწურება.