- სკოლა არის...
- დაწესებულება, რომელიც გვაძლევს განათლებას.
- ცოდნა გვანიჭებს...
- სიამოვნებასა და სიძლიერეს.
- მომავალ თაობას სჭირდება...
- სრულყოფილი განათლების მიღება.
- როდესაც მოსწავლე ვიყავი...
- დირექტორობაზე სერიოზულად არ მიფიქრია, თუმცა ყველა ადამიანი ფიქრობს, რას გააკეთებდა სხვის ადგილას რომ იყოს, მაგრამ შორიდან ბევრად ადვილია ყველაფერი; ხშირადაა სურვილიც და აუცილებლობაც, მაგრამ ვერ აკეთებ სხვადასხვა მიზეზის გამო.
- დირექტორობა მეხმარება...
- შევქმნა და ჩამოვაყალიბო თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო გარემო, სადაც ყველა ისე იგრძნობს თავს, როგორც საკუთარ ოჯახში და სადაც თანამშრომლები მუდამ კომფორტულად იგრძნობენ თავს.
- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...
- რომ არ ვარ ჩემი თანამშრომლებისგან განსხვავებული ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი ვარ და ყველასთან მაქვს ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც თავად ვისურვებდი, მხოლოდ პედაგოგი რომ ვიყო.
- წარმატებისთვის აუცილებელია...
- იყო დაფასებული, პატივისცემას იმსახურებდე თანამშრომლებისგან.და რა თქმა უნდა, მუდამ მზად იყო, სიახლეს აუწყო ფეხი.