4-დან 13 მაისამდე საყოველთაო უქმეებია გამოცხადებული და შესაბამისად, სკოლებშიც სწავლა შეწყვეტილია. მთავრობის განკარგულებას არა მხოლოდ საჯარო, არამედ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიც ემორჩილებიან.
Etaloni.ge-მ გაარკვია, რომ ეს ორკვირიანი არდადეგები საჯარო სკოლების პედაგოგთა ხელფასებზე არანაირ გავლენას არ იქონიებს და ანაზღაურება მათ სრულად დაერიცხებათ, მაგრამ საინტერესოა, რა ხდება კერძო სკოლის პედაგოგთა შემთხვევაში?
როგორც წესი, კერძო სკოლა პედაგოგს არდადეგებს არ უნაზღაურებს. ამიტომ კერძო სკოლის მასწავლებლებისთვის საზაფხულო არდადეგები უხელფასო შვებულებას და შესაბამისად, მაისის ორკვირიანი დასვენება - განახევრებულ ხელფასს ნიშნავს. ნუ თუ რომელიმე კერძო სკოლის დირექტორი კეთილი ნების გამოხატვას არ გადაწყვეტს და პედაგოგებს სრულ ხელფასს არ დაურიცხავს.
ასე რომ, არსებულ სიტუაციაში კერძო სკოლების მასწავლებლები დაზარალებულები გამოდიან, იმის მიუხედავად, რომ დასვენების გადაწყვეტილება თავად არ მიუღიათ.