აკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა კედლებზე წითელი გულები წარწერებით - „არა ძალადობას“ გააკრეს
08-12-2017

აკეთის სჯარო სკოლაში ძალადობის პრევენციის მიზნით აქცია გაიმართა.

აქციაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ლევან დადუნაშვილის, დავით სარალიძისა და თორნიკე ბაღაშვილის ხსოვნას.

ბულინგის - ძალადობის საკითხის ირგვლივ გაიმართა საინტერესო მინი-დისკუსია. საკითხის განხილვა მოხდა მრავალმხრივ ჭრილში - რა არის გამოსავალი, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, როგორ დავიცვათ ბავშვები ძალადობისგან, გამოითქვა არა ერთი საინტერესო მოსაზრება მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდან. 

მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი, სადაც ძალადობასთან დაკავშირებით თავიანთი აზრი დააფიქსირეს. სკოლის კედლებზე კი წითელი გულები წარწერებით - „არა ძალადობას“ გააკრეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203