„თანადგომითა და თანამშრომლობით ყველა გამოწვევა კარგად დასრულდება“ - სამსონ ჯიბუტი, შუა ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორი
06-05-2021

რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, მისი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რას ეტყოდა კოლეგებს - ამ საკითხებზე etaloni.ge ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, შუა ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორის, სამსონ ჯიბუტის მოსაზრებებს გთავაზობთ.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- მოსწავლეების ცოდნა რომ შეესაბამებოდეს, მათ მიერ დაგროვილ ქულებს, ეს იქნებოდა ძალიან კარგი. მოსწავლის ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შეფასება უნდა მოხდეს გაცილებით ეფექტურად, ვიდრე დღეს ხდება. ასეთ შემთხვევაში სკოლაც წინ წაიწევს და უმაღლესი სასწავლებელიც მოგებული დარჩება.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- ინდივიდუალურია... ვინც სკოლაში კარგად ისწავლა 12 წელი, მათი წარმატება გარანტირებულია და ნაკლებად ინერვიულონ. ვისაც თავიდან უწევს დაწყება, დიდი საქმის დაწყების წინ გადაჭარბებული ნერვიულობა არც მათ გამოადგებათ.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- კარგი იქნება.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- პერიოდული დახმარება ურიგო ნამდვილად არ იქნება.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- თანადგომითა და თანამშრომლობით ყველა გამოწვევა კარგად დასრულდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203