ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის ნამუშევარი კონკურსის - „შექმენი შენი კალენდარი“ გამარჯვებული გახდა
08-12-2017

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს პროგრამას „ახალგაზრდული ფესტივალი - 2017“.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდობის პოტენციალის გამოვლენას, მათი პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და მასობრივ კულტურულ აქტივობებში ჩართვას.

პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი დამწყები მხატვრებისთვის - „შექმენი შენი კალენდარი“. კონკურის მიზანი მთელი საქართველოს მასშტაბით ნიჭიერი მხატვრების აღმოჩენა და მათი პოპულარიზაცია იყო.

კონკურსის გამარჯვებული ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნინი გოგსაძე გახდა. იგი დაბა ბორჯომში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

სკოლა ულოცავს ნინის და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203