შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით აპლიკანტების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.
გაიგეთ, რა შემთხვევაში გეთვლებათ სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად; როდის შეუძლია მაგისტრანტობის მსურველს აირჩიოს ტესტის ტიპი და როგორ ხდება საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა:
რა შემთხვევაში მეთვლება საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად?ტესტის 4 ნაწილიდან ნებისმიერ სამში კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა საკმარისია იმისათვის, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაგეთვალოთ. თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია თავად დაადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას და სხვ.
დეტალები იხილეთ
გზამკვლევის ცხრილებშიროდის შეუძლია მაგისტრანტობის მსურველს აირჩიოს ტესტის ტიპი?2020 წლიდან საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები აბარებენ მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს, რამაც სრულად მოხსნა პროგრამების არჩევისა და მობილობასთან დაკავშირებული პრობლემები. ტესტი კვლავაც 4 ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა როგორ ხდება?საგანმანათლებლო პროგრამას რეგისტრაციის დროს არ ირჩევთ. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის საფუძველზე ჩარიცხვებში განიხილებით იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, რომლის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში წარმატებით ჩააბარეთ.