მომავალი კვირიდან სტუდენტები მოქალაქეებს ვაქცინაციაზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან
06-05-2021

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგიონებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე დასარეგისტრირებლად მოქალაქეების დასახმარებლად სტუდენტებთან მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახალგაზრდებს ამისთვის შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდებათ და მათ სპეციალური მოწყობილობები ექნებათ.

„ვაქცინაციის პროცესში აქტიურად გვყავს ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობები. ვფიქრობთ, რომ ეს არის მათი უშუალო პასუხისმგებლობა. მათთან ერთად ვმუშაობთ, ასევე ინტერნეტთან წვდომისა და რეგისტრაციის კომპონენტთან დაკავშირებით. ვმუშაობთ ახალგაზრდებთან, კერძოდ, სტუდენტებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გახდნენ ვაქცინაციის ოფიცრები და სპეციალური მოწყობილობებით ხელი შეუწყონ საზოგადოების იმ ნაწილის რეგისტრაციას, რომლისთვისაც ეს პროცესი რთულად ხელმისაწვდომია.

ახალგაზრდებთან მიმდინარეობს მუშაობა, მათ ესაჭიროებათ გარკვეული ტექნიკური უზრუნველყოფა და ასევე, გარკვეული ცოდნა. სჭირდებათ ტრენინგი და ალბათ, შემდეგ კვირაში უკვე ვიხილავთ მათ ფართოდ საქართველოს მასტაბით“,-განაცხდა ტიკარაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203