ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალადობის თემაზე ისაუბრეს
08-12-2017

ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ძალადობის თემაზე ჩატარდა.  

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს თუ რა არის ძალადობა, რამდენი სახის შეიძლება იყოს იგი, როგორ უნდა მოიქცნენ რომ არ გახდნენ მოძალადეები და პირიქით - ძალადობის მსხვერპლები:

„მათ ასევე განიხილეს „სისხლის სამართალის კოდექსის“ რამდენიმე პუნქტი, რომლებიც ძალადობას ეხებოდა. გაკვეთილი საინტერესო იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე დამსწრეებისთვის.“

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203