„პანდემიის პერიოდში ელექტრონული ჟურნალის დანერგვა საკმაოდ ეფექტური მეთოდია“ - სტელა გიგოლაევა, არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორი
07-05-2021
რას ურჩევდა აბიტურიენტებს მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ აფასებს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას - ამ საკითხებზე Etaloni.ge ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორის, სტელა გიგოლაევას მოსაზრებებს გთავაზობთ.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- მინდა ყველა აბიტურიენტს ვუთხრა, სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები, კარგად დაფიქრდეს და მიხვდეს თუ რისი კეთება უნდა მომავალში. აუცილებლად აირჩიონ ის პროფესია, რომელიც მათ სიამოვნებას მოუტანთ და ეყვარებათ. არაფერი ჯობია საყვარელი საქმის კეთებას. იმისათვის რომ საყვარელ საქმეს თავი გაართვან,  აუცილებელია შრომა, სწავლა და თავდადება. აბიტურიენტებს ვურჩევდი, არ დაკარგონ დრო; იშრომონ ისწავლონ და ყველაფერს მიაღწევენ რასაც მიზნად დაისახავენ. 

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- დღევანდელ 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიებს დიდი ყურადღება ექცევა და რეალურად  ჩვენ ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ. შესაბამისად, ერთ-ერთი განვითარებაც ელექტრონული ჟურნალია. ვფიქრობ, ჩვენ პედაგოგებმა ფეხი უნდა ავუწყოთ თანამედროვე ცხოვრებას. თანაც, პანდემიის პერიოდში ელექტრონული ჟურნალის გამოყენება საკმაოდ ეფექტური მეთოდია. ჩემი სკოლის მასწავლებლებმა ადვილად აუღეს ალღო და მარტივად მუშაობენ მასში. მოხარული ვარ, რომ ასეთი მოტივირებული და ფლექსიური პედაგოგები მყავს.

ასევე, მინდა გითრათ,რომ ელექტრონული ჟურნალის ერთ-ერთი დადებითობა გამოიხატება მშობლებისა თუ ბავშვების ჩართულობაში, როცა მათ შეუძლიათ ნახონ როგორი მიღწევები აქვთ. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მშობლის სკოლასთან კომუნიკაციას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203