„აკადემიური ჩამორჩენის მქონე მოსწავლეებთან პედაგოგებმა ინდივიდუალურად უნდა იმუშაონ“ - მარინე დემეტრაშვილი, თბილისის N107 სკოლის დირექტორი
რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენა - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ქალაქ თბილისის N107 საჯარო სკოლის დირექტორის, მარინე დემეტრაშვილის მოსაზრებებს გთავაზობთ:- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?
- სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება პოზიტიურ ცვლილებას გამოიწვევს. სოციალური მუშაკები ზედმიწევნით მორგებულნი არიან კონკრეტული მოსწავლის საჭიროებებზე.
- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები ?
- ჩვენს სკოლაში სამედიცინო კაბინეტი საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს.
- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?
- სწორი და დროული ცვლილებაა. მოსწავლეს დაეხმარება, რომ არ ჰქონდეს ესოდენ დიდი ჩამორჩენა სწავლაში.
- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ ?
- ასეთ მოსწავლეებთან აუცილებელია ინდივიდუალურად იმუშაონ პედაგოგებმა წინასწარ გაწერილი გრაფიკის საშუალებით.
- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?
- წინა სქემის ხარვეზი, ჩემი აზრით, იყო ზედმეტი ქაღალდომანია, რაც მასწავლებელს საკლასო სივრცეში მოსწავლეებთან ურთიერთობის ნაკლებ დროს უტოვებდა.მასწავლებლის წარმატება იზომება მოსწავლის შედეგებით. კარგი იქნება ახალ სქემაში ეს მექანიზმი, თუ იქნება გათვალისწინებული.