„ორი ჟურნალის წარმოების მომხრე არ ვარ - ან მატერიალური, ან ელექტრონული“ - აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ობოლაშვილი
რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, მისი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რას ეტყოდა კოლეგებს - ამ საკითხებზე etaloni.ge ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორის - ქეთევან ობოლაშვილის მოსაზრებებს გთვაზობთ:- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ?- არ ვეთანხმები.
- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად ?- აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს თავისი უნარები და შესაძლებლობები, თუ რა გარემოში ცხოვრობს და სამომავლოდ რით შეძლ;ებს დასაქმებას.
- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?- გააჩნია, საზოგადოეაბ, რომელიც ჩაერთვება, რამდენად იქნება გათვითცნობიერებული აღნიშნულ საკითხში.
- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში ?- ელექტრონული ჟურნალის წარმოება პედაგოგებს დასაწყისში გაგვიჭირდა, თუმცა ახლა ვმართავთ. ორი ჟურნალის წარმოების მომხრე არ ვარ..ან მატერიალური, ან ელექტრონული.
- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?- ვიყოთ ძლიერად, მუდმივ განვითარებისა და სიახლეების ძიებაში... გვწამდეს უფლის და ის არასოდეს დაგვტოვებს....ღმერთი თქვენთან.