კოვიდზე ვაქცინაცია საქართველოში უკვე მიმდინარეობს და 55 წლის ან უფროსი ასაკის პედაგოგებს შეუძლიათ აცრის ჩატარება. თუმცა ზოგადად, სასურველია, მანამდე გარკვეული გამოკვლევები ჩაუტარდეთ, რომლესაც ექიმი გადაწყვეტს.
მოგეხსენებათ, მასწავლებლები დაზღვეულები არიან, ჰოდა, Etaloni.ge დაინტერესდა, აუნაზღაურებს დაზღვევა აცრის წინ საჭირო გამოკვლევებს თუ ანალიზების თანხის გაღება საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ მასწავლებლებს?
ამ კითხვით განათლების სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ „აცრის წინ რამდენად საჭიროებს პირი გამოკვლევების ჩატარებას და უფინანსდება თუ არა კვლევები, მთლიანად არის ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენცია“.