სკოლებში განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე პანდემიის გავლენას პარლამენტი შეისწავლის
07-05-2021
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი აპირებს შეისწავლოს, რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე. კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნულის შესახებ გერმანიაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ერნსტ დიტერ როსმანს შეხვდა.

„განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი იწყებს თემატურ მოკვლევას პანდემიის გავლენის შესახებ ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე. ამ მხრივ საინტერესო იყო გერმანელი კოლეგისგან მათი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიღება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა გლობალურ პანდემიაზე, განათლების სისტემაზე მის გავლენასა და შედეგების დაძლევის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203