ბავშვების აცრის გარეშე პანდემიას მსოფლიო ვერ დაამარცხებს, ისინი არიან ინფექციის ძლიერი გამავრცელებლები - გამყრელიძე
07-05-2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 18 წლამდე მოსახლეობის აცრა ჯერჯერობით არ იგეგმება.

როგორც გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა, საქართველო ამ საკითხის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ განხილვას დაელოდება.

„ეს საკითხი დაუშვა კანადამ. ჯერ მხოლოდ „ფაიზერზეა“ კვლევები 12-დან 18 წლამდე ასაკის მოსახლეობაში. „ასტრაზენეკაც“ ატარებს ამ კვლევებს. ალბათ შემოდგომამდე მაინც, სანამ ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის წამლის სააგენტო არ განიხილავს, ამაზე ჩვენთან საუბარი არ არის. თუმცა ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბავშვების აცრის გარეშე პანდემიას მსოფლიო ვერ დაამარცხებს. ისინი არიან ინფექციის ძლიერი გამავრცელებლები, ამიტომ, მოგვიწევს ამ საკითხზე მუშაობა, მაგრამ ეს იქნება მოგვიანებით“,- განაცხადა გამყრელიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203