ექნებათ თუ არა დისტანციური სწავლების არჩევის უფლება მოსწავლეებს არდადეგების შემდეგ?
11-05-2021

როგორც კი სკოლებში დასწრებითი სწავლება განახლდა, მაშინვე გაირკვა, რომ მშობლებს დისტანციურის არჩევის უფლება ჰქონდათ. თავიდან ამბობდნენ, რომ მათ მხოლოდ სამჯერ შეეძლოთ ონლაინ-გაკვეთილებზე რეგისტრაცია, მაგრამ მოგვიანებთ განათლების სამინისტრომ განმარტა, რომ ეს რაოდენობა შეზღუდული არ იყო და ბავშვი იმდენჯერ გადავიდოდა დისტანციურ სწავლებაზე და დაუბრუნდებოდა სკოლას, რამდენჯერაც მოისურვებდა, ოღონდ რეგისტრაცია კვირაში ერთხელ ხდებოდა.

ამჟამად 4-12 მაისი საყოველთაო უქმეებია და არც სკოლები ფუნქციონირებს, შესაბამისად, საინტერესოა 13 მაისს, როდესაც მშობლიური სკოლის კედლებში კვლავ მოუწევთ ბავშვებს დაბრუნება, არსებული ვითარების ფონზე, კვლავ ექნებათ თუ არა დისტანციური სწავლების არჩევანი?

ამ კითხვაზე განათლების სამინისტროში გვიპასუხეს, რომ არდადეგების დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს ონლაინ-გაკვეთილების არჩევის შესაძლებლობა რჩებათ და ზოგადად, ეს რეგულაცია სასწავლო წლის ბოლომდეა ძალაში. ასე რომ, სანამ სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულდება - ანუ 15 ივნისამდე, ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ, დისტანციურად ისწავლიან თუ დასწრებით სწავლას განაახლებენ საკლასო ოთახებში.

ასევე დაგაინტერესებთ: 

მასწავლებლებს არჩევანის საშუალება ექნებათ, ვინ დაბრუნდება სკოლაში და ვინ - არა, არდადეგების შემდეგ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203