მასწავლებლის სახლი 13 მაისს პედაგოგებისთვის ვებინარს ჩაატარებს - გაეცანით დეტალებს
09-05-2021
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებს ვებინარს სთავაზობს, რომელიც 13 მაისს 16:00 საათზე ჩატარდება.

„სწავლა-სწავლების პროცესში ყველა მოსწავლისათვის რელევანტური სასწავლო მეთოდების, მასალებისა და შეფასების სისტემის გამოყენება უნივერსალური სასწავლო დიზაინის ძირითადი პრინციპებია. ამ პრინციპების მიხედვით დაგეგმილი სასწავლო პროცესი ეფექტიანია ყველასათვის და არა მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფისათვის.

უნივერსალური სასწავლო დიზაინის თემაზე მიძღვნილ ვებინარში თქვენ გაეცნობით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობისათვის საგაკვეთილო პროცესში მასალის მიწოდებისა და გამოხატვის მრავალფეროვანი საშუალებების/გზების გამოყენება. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა როლი აქვს სასწავლო პროცესში მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებას, რათა მათ უპასუხონ კითხვას - ''რატომ ვსწავლობ და რაში გამომადგება ეს ცოდნა?''. საბოლოო ჯამში, სწავლა-სწავლების პროცესის ამ პრინციპების მიხედვით დაგეგმვა კი, გაზრდის სწავლის მიმართ მოსწავლის შინაგან მოტივაციას“, - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვებინარის პროცესში მსმენელებს ექნებათ საშუალება დასვან კითხვები საკითხთან მიმართებაში.

ვებინარის მიზანია: ინკლუზიური განათლების აქტუალური საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავებაშიდაეხმაროს მასწავლებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

ვებინარს გაუძღვებიან:

ტრენერი ინკლუზიური განათლების საკითხებში, განათლების ფსიქოლოგიის დოქტორანტი, ასისტენტ-პროფესორი - ბაია კუბლაშვილი.

მოდერატორი - განათლების ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების პროგრამების კონსულტანტი - ნინო ნიკოლეიშვილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203