ქსნის საჯარო სკოლაში „თავისუფალი გაკვეთილები“ სახელწოდებით „მოგზაურობა ევროპის დიდ სამყაროში“ დასრულდა
06-12-2017
ქსნის საჯარო სკოლაში „თავისუფალი გაკვეთილების“ ციკლი „მოგზაურობა ევროპის დიდ სამყაროში“ დასრულდა.

პროექტის მიზანი იყო ევროპული ღირებულებების, ევროინტეგრაციის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ძალიან მოეწონათ მსგავსი ტიპის გაკვეთილები და სურვილი აქვთ, მომავალშიც გაგრძელდეს. 

„გაკვეთილების ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა განვახორციელეთ - პრეზენტაციები, დისკუსიები, ფილმების განხილვა... ევროპული სახელმწიფოების, მათი ღირებულებების შესახებ ცოდნა გავიღრმავეთ. ძალიან მოგვეწონა ასეთი ტიპის გაკვეთილები და გვინდა, მომავალშიც ჩაგვიტარდეს,“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

თავისუფალი გაკვეთილების დასასრულს მოსწავლეებმა შექმნეს „ევროპის ხე“, სადაც სიმბოლურად განათავსეს ევროპის წევრი ქვეყნების დროშები და შექმნეს პლაკატი „ჩვენ ვიცნობთ ევროპას.“ პლაკატზე ასახული იყო ევროპული ქვეყნების ღირსშესანიშნაობები. პროექტის ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203