„ეპიდვითარებაში მომუშავე ყველა სკოლის დირექტორი არის სუპერგმირი“ - ლიანა დოლიშვილი, მუხრანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი 
10-05-2021
რას ურჩევდა აბიტურიენტებს, როგორ აფასებს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას  - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის დირექტორის, ლიანა დოლიშვილის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ?


- აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას სკოლის საშუალო ნიშანი და მასწავლებელთა რეკომენდაცია.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- ვურჩევდი მიზანდასახულად პროფესიის არჩევას, საყურადღებოა საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინებაც. არ დაკარგონ დრო ფუჭად.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ ?

- რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც სახელმძღვანელო საექსპერტო კომისიის მიერ არის შერჩეული.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- ელექტრონული ჟურნალების წარმოება არის ხილული, საჯარო პროცესი, მაგრამ პედაგოგებს უჭირთ მუშაობა და კარგი იქნება მათი დატრენინგება.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- ეპიდვითარებაში მომუშავე ყველა სკოლის დირექტორი არის სუპერგმირი, რადგან მათ მოუწიათ დიდი სამუშაოების ჩატარება სკოლაში, მოსწავლეებთან და მოსწავლეთა მშობლებთან. მათ ყველანაირი ღონისძიება გაატარეს სკოლის პერიმეტრზე, საიმედო ინფორმაციას აწვდიდნენ მოსწავლეებს და  მაქსიმალურად რთავდნენ სკოლის აღსაზრდელებს ონლაინ სასწავლო პროცესში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203