„სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება ძალიან კარგი ინიციატივაა“ - სამსონ ჯიბუტი, შუა ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორი
10-05-2021

რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე, ასევე ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორის, სამსონ ჯიბუტის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება ?


- ძალიან კარგი ინიციატივაა, პატარა სკოლებშიც თუ იქნება შესაძლებელი.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები ?

- პროფესიონალი მედიკოსების სიმცირის გამო, 2 პატარა სკოლისათვის ერთი ექიმი და ერთი ექთანი საკმარისი იქნება მათ ერთმანეთი უნდა ჩაანაცვლონ მორიგეობით, ისე რომ, არცერთი დღე სკოლა არ დარჩეს მედიკოსის გარეშე.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ? 

- შესაძლებელია, თუ რაიმე ობიექტური მიზეზი არ არსებობდა გაცდენისათვის. მოსწავლეს შეუძლია ექსტერნის საშუალებით მიიღოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203