„ეპიდვითარებაში მომუშავე დირექტორებს ვეტყოდი, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია“ - ირმა ტატიშვილი, წეროვნის N3 სკოლის დირექტორი
10-05-2021

რას ურჩევდა აბიტურიენტებს, როგორ აფასებს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას  - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის დირექტორის, ირმა ტატიშვილის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

-  ვიმედოვნებ, ეს ინიციატივა გაზრდის სკოლის მნიშვნელობასა და ავტორიტეტს.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

 - აბიტურიენტებს (მოსწავლეებს ზოგადად), ვურჩევდი რაციონალურად გამოიყენონ დრო და რესურსები. მომავალი პროფესიის არჩევისას ყურადღება  მიაქციონ საკუთარ ინტერესებს, ცოდნასა და სურვილებს.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

 - სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში, ჩემი აზრით, გათვალისწინებული უნდა იყოს საზოგადოების იმ ნაწილის აზრი, ვისაც სათანადო ცოდნა და კომპეტენცია აქვს.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

 - იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ჟურნალი გამართულად იმუშავებს, ცხადია, ეს გაამარტივებს პროცესს. მიმდინარე სასწავლო წელს ტექნიკური პრობლემები და მასწავლებელთა გამოუცდელობა ქმნიდა პრობლემებს. სკოლა ვერ უზრუნველყოფს ყველა  მასწავლებლისთვის ტექნიკურ საშუალებებთან წვდომას. ეს საკითხი თუ გამოსწორდება, მასწავლებლები ნამდვილად შეძლებენ ელექტრონული ჟურნალის უხარვეზოდ წარმოებას.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

 - შეუძლებელიც შესაძლებელია!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203