თეთრიწყლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი სოფლის ისტორია გააცოცხლეს
11-12-2017

თეთრიწყლების საჯარო სკოლა აქტიურად იყო ჩართული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით წამოწყებულ პროექტში - „კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გააცოცხლეს საკუთარი სოფლის ისტორია, მოიძიეს მასალები ისტორიულ ძეგლებზე, წარმოაჩინეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.

პროექტი ორწლიანი იყო, რამდენიმე ეტაპი გაიარა და დასრულდა კრებულების გამოცემით, რომელშიც მოსწავლეების მიერ შეგროვებული მასალაა წარმოდგენილი.

საფინალო ღონისძიებას თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის დესპანებს საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს ორგანიზატორებმა და მადლობა გადაუხადეს გაწეული სამუშაოსთვის. 

აღნიშნულ პროექტზე ისტორიის მასწავლებელთან ერთად მოსწავლეებმა მარიამ არაბულმა, მარიამ ქეთელაურმა და თამთა გოგოჭურმა იმუშავეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203