თიანეთის ახალსოფლის საჯარო სკოლაში გამართულ კონკურსში პირველობა გუნდმა „ინტელექტმა“ მოიპოვა
11-12-2017
თიანეთის ახალსოფლის საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში, კონკურსი „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. კონკურსს ისტორიის პედაგოგი ნათელა სისაური ხელმძღვანელობდა.

ერთმანეთს ორი გუნდი „ოლიმპო“ და „ინტელექტი“ დაუპირისპირდა. თითოეული მათგანი 6 მოსწავლისგან შედგებოდა. დაძაბულმა თამაშმა გამარჯვებული გამოავლინა. პირველობა  „ინტელექტმა“ მოიპოვა.

მოსწავლეების თქმით, მსგავსი ტიპის აქტივობები დამატებითი მოტივაციაა, რომ უკეთ ისწავლონ და თავიანთი ცოდნის რეალიზება მოახდინონ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203