ხოჯორნის სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი და მოსწავლეები საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკაში დაჯილდოების ცერემონიალზე მიიწვიეს
11-12-2017
ხოჯორნის სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი ლალი მარგიანი და  XI კლასის მოსწავლეები: ლუსინე არზუმანიანი, ნელი მათოსიანი, მარტინა ვერმიშიანი და ეთერა ავეტისიანი საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკაში დაჯილდოების ცერემონიალზე მიიწვიეს.

კონკურსი სექტემბერში არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციამ გამოაცხადა. 

კონკურსის, „ეს საქართველოა“ პირობების თანახმად, მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ საინფორმაციო ბუკლეტები. 

ხოჯორნის სკოლის მოსწავლეებმა ბუკლეტი მასწავლებლის პატივსაცემად სვანეთზე შექმნეს და გაიმარჯვეს კიდეც. მასწავლებელი და მოსწავლეები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. სკოლის ბიბლიოთეკას კი 30 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცა. 

როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, მათთვის ეს დღე გამორჩეული და დაუვიწყარია.​

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203