მუხრანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები იმიტირებული სასამართლო პროცესების კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ
11-12-2017
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ და საქართველოს პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებისათვის იმიტირებული სასამართლო პროცესების კვირეული მოაწყო. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლწესრიგის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება. პროექტში 16 სკოლა მონაწილეობდა. 

კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ მუხრანის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ბურის“ (კლუბის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ნ. დოლიშვილი) წევრები.

კლუბ „ბურის“ წევრების მიერ იმიტირებული სასამართლო პროცესი საქართველოს უზენაეს სასამართლოში შედგა. კვირეულის დასასრულს მონაწილეთა საპატიო დაჯილდოება გაიმართა. სკოლის წარმომადგენლები კონკურსის ორგანიზატორებს მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203