„არა ძალადობას!“ - ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ
12-12-2017
„არა ძალადობას!“ - ამ მოწოდებით გამოეხმაურენ ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელთან, ნანა რუხაძესთან ერთადბოლო პერიოდში დატრიალებულ ტრაგედიებს. 

მოსწავლეებმა თემატური პლაკატები შეასრულეს და საკლასო ოთახში გამოფინეს. მათ ბულინგი 21-ე საუკუნის სენად დაასახელეს და ამ თემაზე შესრულებული პლაკატი გამოფენის ცენტრალურ ნაწილში წარმოადგინეს. „შევწყვიტოთ ერთმანეთის ჩაგვრა, დატერორება, მუქარა, იძულება, ცემა, ძალადობა, სხეულის დაზიანება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება!!!“ - სწორედ ამ წარწერებით დაგმეს მოსწავლეებმა ძალადობა და ყველას ერთმანეთის პატივისცემისა და სიყვარულისკენ მოუწოდეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203