სენაკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მეხუთე ეროვნულ კონფერენციაზე წარდგენილი მოხსენებისთვის სერტიფიკატები დაიმსახურეს
12-12-2017

სენაკის N1 საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ელისო შურღაია და ხელოვნება-სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მამუკა კუჭავა მასწავლებელთა მეხუთე ეროვნულ კონფერენციაზე იმყოფებოდნენ.

კონფერენცია ჩატარდა თემაზე -  „მდგრადი განვითარების მიზნები ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში“.

აღნიშნული კონფერენციის ორგანიზატორი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იყო.

კონფერენციაზე პედაგოგებმა წარადგინეს განხორციელებული პროექტის „საშემოდგომო ტრენინგ- სკოლა ქობულეთში“ პრეზენტაცია.

მასწავლებელთა მეხუთე ეროვნული კონფერენციაზე, საქართველოს მასშტაბით,  36 გამარჯვებული საჯარო და კერძო სკოლა მონაწილეობდა.  

სენაკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგების წარდგენა-მოხსენებამ - „ტრენინგ-სკოლა მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად“ შესაბამისი სერტიფიკატები დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203