ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ვანის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ
05-12-2017
„თავისუფალი გაკვეთილების“ ფარგლებში, „ვანი ოქრომრავალი ქვეყანა“, ვანის N2 საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებელთან ერთად, ვანის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე გოგორიშვილს შეხვდნენ.

თავისუფალი გაკვეთილების მიზანია, სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინონ მუნიციპალიტეტის განვითარების საკუთარი ხედვა, როგორი იქნება მათი წვლილი ვანის, როგორც ტურისტული ზონის განვითრების საქმეში.

ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მოსწავლეების ყველა შეკითხვას უპასუხა და მიაწოდა ინფორმაცია ვანის მუნიციპალიტეტში ტურისტული მარშრუტებისა და ინფრასტრუქტურის განვითრების შესახებ.

„მე გპირდებით, რომ ვანი იქნება ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში. ჩემთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა ჩვენი მუნიციპალიტეტის აღორძინების საქმეში, ამიტომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სიხარულით მივიღებ ყველა გონივრულ რჩევას,“ - განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203