სკოლა „ანაბასის“ დირექტორმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ლიტვის სკოლებში არსებული საგანმანათლებლო გარემო და სწავლების თანამედროვე მეთოდები გააცნო
12-12-2017
„საგანმანათლებლო გარემო და თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდები ლიტვის სკოლებსა და ტაურაგეს რაიონში,“ - ამ სახელწოდების პრეზენტაციით წარსდგა სკოლა „ანაბასის“ დირექტორი ქეთევან ედიბერიძე მოსწავლეებისა და მასწავლებლების წინაშე.

მან აუდიტორიას ლიტვის სკოლებში არსებული საგანმანათლებლო გარემო გააცნო. ქეთევან ედიბერიძემ განასკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტაურაგეს რაიონის სკოლების სწავლების მეთოდებზე. პრეზენტაციაზე დამსწრეებმა სკოლა „ანაბასისთან“ დამეგობრებულ „ვერსმეს“ გიმნაზიის საგანმანათლებლო მეთოდებზეც მიიღეს ინფორმაცია.

სკოლა „ანაბასის“ დელეგაცია რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ლიტვის ქალაქ ტაურაგედან, სადაც მეგობრული ვიზიტით „ვერსმეს“ გიმნაზიაში იმყოფებოდნენ. სკოლასა და გიმნაზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორადნუმს ხელი აპრილში მოეწერა. მემორანდუმი ითვალისწინებს კულტურულ საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებას, საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზებასა და განვითარებას: მოსწავლეთა და მასწავლებელთა შეხვედრებს, ლიტერატურულ, ინტელექტუალურ, მხატვრულ, მუსიკალური თუ სხვა სახის ღონისძიებებს, დისკუსიებს, სემინარებს, საზაფხულო ბანაკებს, საგანმანათლებლო ინფორმაციებისა და მეთოდური სახელმძღვანელოების გაცვლას, პროექტებსა და ფესტივალებში მონაწილეობისთვის სათანადო პირობების შექმნას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203