პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო
13-05-2021
2021-2022 სასწავლო წლისთვის, პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 13 მაისს - 09:00 საათზე დაიწყო და 5 ივნისს 18:00 საათზე დასრულდება.

საბუთების წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია უნდა გაიაროთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე - registration.emis.ge/.

სკოლებში დარჩენილი თავისუფალი ადგილების სანახავად გადადით ბმულზე

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით:
 
  • მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.
გთავაზობთ, საჯარო სკოლების ელექტრონული ფოსტის მისამართებს

იხილეთ ასევე: დეტალური ფოტოინსტრუქცია პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციისთვის - სად, რა და როგორ უნდა შეავსონ მშობლებმა

რომელ საათზე გაიხსნება საიტი პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის - მოსწავლის მინიმალური და მაქსიმალური ასაკი განსაზღვრულია
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203