ორგზის ევროპის ჩემპიონი, ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე, ირანში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
12-12-2017

ორგზის ევროპის ჩემპიონი, ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე, ირანში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. 

მეთორმეტე კლასის მოსწავლე გიორგი შოთაძე ჭაბუკთა ნაკრებიდან ახალგაზრდულ ნაკრებში გადავიდა. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, გიორგი შოთაძე ორგზის ევროპის ჩემპიონია ის ჭაბუკთა ნაკრებიდან ახალგაზრდულ ნაკრებში გადავიდა და მის რიგებში ადგილი, მიუხედავად დიდი კონკურენციისა, სწრაფად დაიმკვიდრა:

„ირანში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გიორგიმ წარმატებას მიაღწია 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის. ირანში ჭიდაობის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ფინალში გიორგის ორთაბრძოლა მოუხდა ირანელ სპორტსმენთან, რომელიც თავდაპირველად ხუთი ქულით დაწინაურდა, მაგრამ გიორგი არ დანებდა და თითქმის წაგებული ორთაბრძოლა 14:5 დაასრულა.“

გიორგი ამჟამად საქართველოს ჩემპიონობისთვის ემზადება და საწვრთნელ შეკრებას ნაკრებთან ერთად გადის. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203