„სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია“ - ახმედ გაჯიევი, ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი
რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება და რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე - ამ საკითხებზე საკითხებზე etaloni.ge მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორის, ახმედ გაჯიევის მოსაზრებებს გთავაზობთ:
- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?
- სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. სოციალური მუშაკი რეაგირებს სკოლაში არსებულ პრობლემებზე და პრევენციის მიმართულებით საჭირო ღონისძიებებს ატარებს.
- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?- სკოლებში სამედიცინო კაბინეტის არსებობა აუცილებელია, მაგრამ ჩვენს სკოლაში ფართის სიმცირის გამო ვერ ვახერხებთ სამედიცინო კაბინეტის მოწყობას.