დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კონკურსში, ''მთას ვუბრუნდებით შვილები'', მიიღეს მონაწილეობა
დიდი სმადის საჯარო სკოლის X-XI-XII კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში „მთას ვუბრუნდებით შვილები“.
აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეები გაესაუბრნენ სოფლის მოსახლეობას, ჩაწერეს ინტერვიუ, ისაუბრეს მიგრაციის გამომწვევ მიზეზებსა და პრობლემებზე.
მათ ასევე მოამზადეს პრეზენტაცია და წარადგინეს სკოლაში. პრეზენტაციას სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ პროექტი მათთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავსი ტიპის კონკურსებში კიდევ მიიღონ მონაწილეობა.
იხილეთ ფოტოები