ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის „კინო სკოლაში“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს
12-12-2017
ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებელ ნანა ქუმსიაშვილთან ერთად, პროექტის „კინო სკოლაში“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს.

დაჯილდოების ცერემონია კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გაიმართა. გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და საჩუქრები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ პირადად გადასცა.

ამავე დროს მოეწყო ექსკურსია კინოსტუდია „ქართულ ფილმში,“ მოსწავლეები კინოსტუდიის ისტორიას გაეცნენ. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე კი კინოსკოლელები თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ კინოჩვენებებას დაესწრნენ.

„კინო სკოლაში“, წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა. წლევანდელ პროექტში საქართველოს ყველა რეგიონის 216 სკოლა იყო ჩართული.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203