აწყურის საჯარო სკოლაში გამართულ ინტელექტუალურ თამაშში მე-11 კლასელთა გუნდმა გაიმარჯვა
27-11-2017
აწყურის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის, „რა სად როდის“ შემოდგომის სეზონი გაიმართა. პროექტს მასწავლებელი ეკა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობდა.

შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეთა გუნდები ჩაებნენ. თამაში წესების დაცვით, საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა.

დაძაბული ბრძოლის შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა. პირველობა მე-11 კლასელთა გუნდს ხვდა წილად, ყველაზე ინტელექტუალურები სწორედ ისინი აღმოჩნდნენ. გამარჯვებულებს სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცათ. შეჯიბრის ყველა მონაწილე სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა.

„ვულოცავთ მე-11 კლასელთა გუნდს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ თამაშში, სადაც მათ სკოლის ინტელექტუალების ძირითად გუნდთან მოუწევთ შერკინება. მადლობა ყველა გუნდის წევრს, გულშემატკივრებს, პედაგოგებს და პროექტის ხელმძღვანელს, ეკა ლურსმანაშვილს,“ - აღნიშნეს აწყურის საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203