გეზათის საჯარო სკოლის ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავიანთი ვოკალური მონაცემები გამოავლინეს
12-12-2017

გეზათის საჯარო სკოლაში ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის მიერ პროექტი სახელწოდებით - ,, შემოდგომის ვალსი“ განხორციელდა.

პროექტის ხელმძღვანელი მუსიკის მასწავლებელი გულისა კიზირია იყო.

პროექტში, რომლის მიზანი მოსწავლეებში მხატვრული ხელოვნების დახვეწა და ქართული საესტრადო სიმღერების პოპულარიზაცია იყო, აქტიურად იყვნენ ჩართულნი I-IX კლასის მოსწავლეები და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ჯიბლაძე.

პროექტის ფარგლებში მოხდა შეხვედრა მოსწავლეებთან. შეირჩა და მომზადდა მუსიკალური ნომრები და ჩატარდა ღონისძიება - „შემოდგომის ვალსი“.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, საგანგებოდ მორთულ დარბაზში ერთმანეთს ენაცვლებოდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების რევაზ ლაღიძის, გიორგი ტაბიძის, ნუნუ გაბუნიას, ინოლა გურგულიას, ეთერ ჭელიძისა და სხვა საესტრადო ნომრები:

„მოსწავლეებმა გამოავლინეს კარგი ვოკალური მონაცემები. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ VII კლასის მოსწავლეები: სალომე მალიშავა, რიმა ნადარეიშვილი, არჩილ გაბუნია, ლიზი შუბლაძე. აგრეთვე დაწყებითი კლასების პატარა შემსრულებლები: ლაშა ბარნაბიშვილი, ერეკლე და დემეტრე ბოკერიები, ანი გაბუნია, ქრისტინე პაპავა, I  კლასის მოსწავლე მარიამ შუბლაძე. პროექტი განხორციელდა მაღალ დონეზე. იგი დადებითად შეფასდა ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის სხდომაზე.“

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203