სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. საინტერესოა, რამდენი სკოლა არ გაიხსნა და დისტანციურად აგრძელებს სწავლას?
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სწავლა დისტანციურად 16 საჯარო სკოლაში განახლდა.
უწყების განმარტებით, სკოლებში დისტანციური სწავლება პედაგოგებსა და მოსწავლეებში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირებას უკავშირდება. აღნიშნული რეკომენდაცია ეპიდემიოლოგებმა გასცეს. სამინისტროს თქმით, სკოლები დასწრებით რეჟიმს სავარაუდოდ, 2 კვირაში დაუბრუნდებიან.
შესაბამისად, 16 სკოლის გარდა სწავლა ყველგან დასწრებით რეჟიმში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 3 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეები იყო გამოცხადებული, რის გამოც სასწავლო პროცესი როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში შეწყვეტილი იყო.