კერძო სკოლა „საუნჯეს“ მოსწავლეებმა არქეოლოგიური სამუშაოების ყველა ეტაპი პრაქტიკულად განახორციელეს
12-12-2017

კერძო სკოლა „საუნჯეს" VI-VIII-X კლასის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში „სახალისო არქეოლოგია" ჩაერთვნენ. 

მოსწავლეებმა მოინახულეს მცხეთა, სადაც სამთავროს ველზე სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში იმიტირებული არქეოლოგიური ველია მოწყობილი. 

მოსწავლეებმა პროექტის ხელმძღვანელების დახმარებით, პრაქტიკულად განახორციელეს არქეოლოგიური სამუშაოების ყველა ეტაპი: ჩაატარეს გათხრები, დაამუშავეს მათ მიერ „აღმოჩენილი" ნივთები და აუცილებელი საველე დღიური შეადგინეს.

როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, ამ ტიპის გაკვეთილები აღრმავებს მოსწავლეთა ცოდნას, სახალისოს ხდის სასწავლო პროცესსა და სძენს პრაქტიკულ გამოცდილებას.

საგნობრივი ღონისძიება სკოლის პედაგოგმა ნესტან ლეშკაშელმა მოამზადა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203