საბავშვო ბაღების ნაწილი 17 მაისს გაიხსნება
14-05-2021
საჯარო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავებულად იწყება. 

13 მაისს თბილისში ყველა საჯარო საბავშვო ბაღი გაიხსნა. ინფორმაცია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მოგვაწოდა.

როგორც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების სააგენტოში etaloni.ge-ს განუცხადეს, გახსნამდე ყველა ბაღში ჩაატარა დეზინფექცია, პედაგოგებმა და ბაღის პერსონალმა გაიარეს სავალდებულო ტესტირება. 

ქუთაისში კი ბავშვები ბაღებს 17 მაისიდან დაუბრუნდებიან. 

ქუთაისში ბაგა-ბაღების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე ყველა პედაგოგს კოვიდტესტირება ჩაუტარდება.

„ბაგა-ბაღები სასწავლო პროცესი ორშაბათს, 17 მაისს განაახლებენ. პარასკევიდან დავიწყებთ კოვიდტესტირებას, ვისაც დაუდასტურდება, რა თქმა უნდა, ბაღში ვერ მივა“, -  ამბობს დავით წიტაიშვილი.

ცნობისთვის, კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე მშობლები ბავშვებს მხოლოდ შენობამდე მიიყვანენ. აღმზრდელებს ყოველდღიურად ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. იმ შემთხვევაში,  თუკი რომელიმეს დაუფიქსირდება ტემპერატურა გადაიყვანენ იზოლაციაში.

ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 30 აპრილს საკოორდინაციო საბჭოს მიერ უქმე დღეების გამოცხადების გამო შეწყდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203