საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი საინტერესო და სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული
12-12-2017
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული გაკვეთილი მე-2 და მე-3 კლასებში  ჩატარდა. 

გაკვეთილი ქართულ-ესტონურ საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ესტონური გამოცდილების გაზიარების მიზნით და სკოლის დირექციის ხელშეწყობით ჩატარდა. 

ინტეგრირებული გაკვეთილი მასწავლებლებმა ლალი ქაიხოსროშვილმა და ლია ქარსაულიძემ ჩაატარეს.  

ინტეგრირებულ საგნებს წარმოადგენდა: ქართული, ბუნება, მუსიკა და ხელოვნება. გაკვეთილის მიზანი იყო უფროს და უმცროს კლასელებს შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, ურთიერთსწავლება და გამოცდილების გაზიარება თანატოლებს შორის. 

უფროსმა კლასელებმა უმცროს კლასელებს გააცნეს დედამიწა და მზის სისტემა.

გაკვეთილი საინტერესო და სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203