სიქთარვის საჯარო სკოლამ ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლას საშობაო ბარათები გაუგზავნა
12-12-2017
სიქთარვის საჯარო სკოლაში საშობაო სამზადისი უკვე დაიწყო. „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისის, კალისია უინქის ორგანიზებით, მოსწავლეებმა მასწავლებელ ნინო გვენეტაძესთან ერთად, ორიგინალური ბარათები დაამზადეს და საუკეთესო სურვილები ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლას გაუგაზვნეს.

როგორც კალისია უინქიმ აღნიშნა, მოსწავლეები ინტერესითა და ხალისით შეხვდნენ მის ინიციატივას:

„მოსწავლეები სიხარულითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ ჩემს ინიციატივაში. ნინო მასწავლებელთან ერთად ძალიან ლამაზი და ორიგინალური ბარათები დავამზადეთ და ჩვენი სითბო, სიყვარული, კეთილი სურვილები ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლას გავუგზავნეთ.“

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203