ქობულეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სასკოლო კლუბებისა და წრეების პლატფორმის პრეზენტაციაზე სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
12-12-2017

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფინანსებით საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა  პროექტი რეგიონული კლუბების/წრეების პლატფორმა განახორციელა.

პროექტი მიზნად ისახავდა საკლუბო/საწრეო საქმიანობის განვითარებას სკოლებში, მოსწავლეთა თვითრეალიზაციის ხელშეწყობას, მათ ჩართვას სასკოლო აქტივობებში და ამ გზით სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგები  სასკოლო კლუბების მართვის შესახებ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სკოლების ადმინისტრაციასთან, უფროს და წამყვან მასწავლებლებთან. 

სულ გადამზადდა 500 მონაწილე, მოხდა მათი მუშაობის სუპერვიზირება და გამოვლინდა 100 საუკეთესო კლუბის ხელმძღვანელი. მათ შორისაა ქობულეთის N2 საჯარო სკოლის ორი პედაგოგი: მადონა გოგიტიძე (მოსწავლეთა კლუბი სახელწოდებით „ეს ჩვენი უფლებაა“) და გიული ლომაძე (გამომეტყველებითი კითხვის კლუბი --„ცოცხალი სიტყვა“).

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მასწავლებლებმა პროექტის ფარგლებში დაამუშავეს კლუბის კონცეფცია და პროგრამა. მათ ასევე ჩაატარეს ორი ვიდეო გაკვეთილი და უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს. ისინი კვირაში ერთხელ ატარებენ სამუშაო შეხვედრას.

მადონა გოგიტიძე და გიული ლომაძე მიწვეული იყვნენ თბილისში, დასკვნით ღონისძიებაზე,  სასტუმრო  „რედისონ ბლუ ივერიაში“, სასკოლო კლუბებისა და წრეების პლატფორმის პრეზენტაციაზე სერტიფიკატით - „საუკეთესო კლუბის ხელმძღვანელი“ დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203