ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლაში ჩატარებულ სპორტულ შეჯიბრში მოსწავლეებს ზღაპრის გმირები ამხნევებდნენ
13-12-2017
ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: III, IV, V, VI და VII კლასის მოსწავლეები, გუნდების ხელმძღვანელი ლიდერი - მასწავლებლები ხათუნა გვაზავა, ნანა ღლონტი, ნათია სიხარულიძე.

სპორტული შეჯიბრის ორგანიზატორი და წამყვანი კი პედაგოგი ირა დვალიშვილი იყო. 

მოსწავლეებს ზღაპრის გმირები ამხნევებდნენ. მათი კოსტიუმირება და სპორტული ინვენტარის მომზადება უზრუნველყო სკოლის სასწავლო ნაწილმა, იდეის ავტორმა და ასევე ორგანიზატორმა ია კობალავამ.

ღონისძიება გაფორმებული იყო მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით, რომელიც VII კლასთან ერთად მოამზადა ირა დვალიშვილმა.

კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის ერთ-ერთი წევრი გახლდათ VII კლასის მოსწავლე გურამ ფირცხალაიშვილი, მონაწილე ბავშვები დიპლომებით, ხოლო სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები წიგნებით დააჯილდოვეს.

მიუხედავად დაძაბული თამაშისა, საღამო მხიარულად წარიმართა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203