კერძო სკოლა „საუნჯეს“ მოსწავლემ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის სპეციფიკასა და მიმდინარეობაზე პრეზენტაცია ჩაატარა
13-12-2017
კერძო სკოლა „საუნჯეს“ მოსწავლე ვახტანგ დარახველიძე გაცვლითი პროგრამით მოლდოვაში იმყოფებოდა. საინტერესო პროექტში „What do you think“ მონაწილეობა მან სკოლის ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია „CISV-საქართველოს“ დახმარებით შეძლო.

მოლდოვადან დაბრუნებულმა ვახტანგმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საერთაშორისო გაცვლითი პროექტის სპეციფიკა და მიმდინარეობა გააცნო. დამსწრეებს შორის ორგანიზაცია „CISV-საქართველოს“ პრეზიდენტი პავლე თვალიაშვილი იყო. ის მოსწავლეებს საინტერესო საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად დახმარებას დაჰპირდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203