თბილისში დარეგისტრირებულ მოსწავლეები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, მინიჭებული აქვთ 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა, თბილისის მერია განათლების დონის ამაღლებისა და მოზარდების ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა ტიპის ვაუჩერებს სთავაზობს.
სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის რამდენიმე პროგრამა მოქმედებს, მათ შორისაა: ხელოვნების სკოლებში სწავლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების, სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსებას ერთი სახეობის არჩევის უფლებით.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში შეადგენს 30 ლარს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების მიხედვით:
როგორ უნდა ჩაერთოს პირი ქვეპროგრამაში? - მომსახურების მიღება ხორციელდება მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (მის: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N6) და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შესაბამის რაიონულ ფილიალში განცხადებით მიმართვის საფუძველზე.
ხელოვნების სკოლებში მოსწავლეების დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა არის თვეში 40 ლარი. მომსახურების მიღება ხელოვნების სკოლისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე ხორციელდება - იხილეთ ხელ. სკოლების ჩამონათვალი.
მოსწავლეების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების მიხედვით:
როგორ უნდა ჩაერთოს პირი ქვეპროგრამაში?- მომსახურების მიღება ხორციელდება სპორტული სკოლისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე. საცურაო აუზების შემთხვევაში, საცურაო აუზის ადმინისტრაციისადმი მიმართვით ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ქვეპროგრამაში რეგისტრაციისათვის შექმნილი სპეციალური სისტემის საშუალებით (https://my.tbilisi.gov.ge/#/guest/login), რომელშიც ბენეფიციარი ქმნის საკუთარ გვერდს. აღნიშნულ გვერდზე ბენეფიციარს აქვს საშუალება იხილოს ინფორმაცია მიმდინარე ეტაპზე პროგრამაში ჩართული ყველა საცურაო აუზის შესახებ და ირჩევს სასურველ აუზს.