რა ღირს მასწავლებლების ჯანმრთელობა - ერთი პედაგოგის კოვიდზე აცრა სახელმწიფოს 4-დან 20 დოლარამდე დაუჯდება
11-06-2021

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კვლავ რჩება განსჯის საგნად; ზოგი ემხრობა, ზოგი - ეწინააღმდეგება, ამასობაში კი საზოგადოება ნელ-ნელა მიდის დასკვნამდე, რომ უხილავ მტერთან ბრძოლაში აცრა ერთადერთი ხსნაა. მალე საყოველთაო ვაქცინაციაც დაიწყება და ის მიზნობრივ ჯგუფებსაც შეეხება, მათ შორის მასწავლებლებს. მართალია, აცრა ნებაყოფლობითია და თან უფასო, მაგრამ სახელმწიფოს გარკვეული საფასურის გადახდა მაინც უწევს და ამჯერად თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე,თუ რა უჯდება ქვეყანას პედაგოგების ვაქცინაცია.

ასტრაზენეკას ვაქცინა 4-5 აშშ დოლარი ღირს, ფაიზერის - 11-12, ხოლო სინოფარმის - 19-20; საქართველოში 52 102 პედაგოგია, რაც ნიშნავს, რომ თუ ყოველი მათგანი ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრება (რაც წარმოუდგენელია, არსებული ასაკობრივი შეზღუდვის გამო), ეს  სახელმწიფოს 208 408 აშშ დოლარი დაუჯდება; თუ ყოველი პედაგოგი ფაიზერის ვაქცინით აიცრება (რაც ასევე წარმოუდგენელია) - 573 122 აშშ დოლარი, ხოლო სინოფარმით აცრის შემთხვევაში, სახელმწიფოს 989 938 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება კერძო სკოლის პედაგოგებს, მათ რაოდენობა 7 358 -ია, რაც ნიშნავს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინით აცრის შემთხვევაში, სახელმწიფო იხდის 29 432 აშშ დოლარს, ფაიზერის გამოყენებისას  - 80938 აშშ დოლარს, ხოლო სინოფარმით აცრისას, 139802 აშშ დოლარს; საერთო ჯამში კი, გამოდის, რომ სახელმწიფოს ყველა პედაგოგის აცრა ოთხ მილიონ ლარამდე, უფრო კონკრეტულად კი, 1 129 740 აშშ დოლარი უჯდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203