„აბიტურიენტებს ვურჩევდი, პროფესია თავიანთი მისწრაფებების მიხედვით აირჩიონ“ - ცირა ტაბატაძე, კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლის დირექტორი
18-05-2021
რას ურჩევდა აბიტურიენტებს, როგორ აფასებს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას  - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლის დირექტორის, ცირა ტაბატაძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ?

 - სკოლის საშუალო ნიშანი, რადგან მოსწავლეები ძირითადად ყურადღებას მხოლოდ საგამოცდო საგანზე ამახვილებენ და დანარჩენ საგნებში ზოგადი ხასიათის ინფორმაციასაც კი არ იღებენ.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად ?

 - პროფესიის არჩევისას უნდა გაითვალისწინოს თავისი მისწრაფება და სურვილი.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- გრიფირების პროცესში ჩართულია ექსპერტი, თუმცა მასწავლებლის აზრიც მნიშვნელოვანია. 

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

 - მიმაჩნია, რომ საჭიროა, თუმცა ახლავს ტექნიკური ხარვეზები და ამიტომ მატერიალურიც უნდა იწარმოებოდეს, დახმარება დაჭირდათ ვიდრე გაეცნობოდნენ, ახლა მუშაობენ ნორმალურად.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

 - მთავარია ვიყოთ ჯანმრთელად, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ესეც გაივლის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203